“მწვავედ მივმართე მხოლოდ იმ ემიგრანტებს, ვინც პროპაგანდირებს ყველაზე დიდ ღალატს – იყო მონა!” – ჭოხონელიძე

2 weeks ago 17

5

თამრიკო ჭოხონელიძე, რომლის გამოსვლიდან, სადაც იმ ემიგრანტებს მიმართავდა, ვინც “მონობას პროპაგანდირებს”, პროსახელისუფლებო მედიიდან ნაწყვეტი ისე გააშუქეს, თითქოს ყველა ემიგრანტზე, ამბობს:

ღრმად მწამს ჩემი თანამემამულეების (მათ შორის ჩვენი ძვირფასი ემიგრანტების) გონიერების, რომლებიც პოსTVის და,,იმედის” მიერ გამოქვეყნებულ დაჭრილ-დამონტაჟებულ ჩემს მიმართვას არ დაიჯერებენ!

ეს იყო ცალსახა პროვოკაცია!

მე მწვავედ მივმართე მხოლოდ იმ ემიგრანტებს, ვისაც გარანტირებული აქვს უდარდელი ცხოვრება, სოც.ქსელიდან კი პროპაგანდირებს ყველაზე დიდ ღალატს – იყო მონა!

რეალურად სულ სხვას ვამბობ (არაერთხელ!) ღირსეული ქართველი ემიგრანტების მისამართით!კიდევ ვეტყვი – მიყვარხართ და მეამაყებით!

სრულად წაკითხვა