“მხა­რი გაკ­რა და ამას მოყ­ვა საქ­მის გარ­ჩე­ვა” - ახალი დეტალები ბარში მკვლელობასთან დაკავშირებით

13 hours ago 3

თბი­ლის­ში, ბარ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

მკვლელობა "რა­ტის ბარ­ში“ გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლეს 30 წლამ­დე ახალ­გაზ­რდა ცივი იარაღით.

ერთი ვერ­სი­ით, ალე­კომ დამ­ნა­შა­ვეს ბარ­ში შემ­თხვე­ვით მხა­რი გაკ­რა და ამას მოყ­ვა საქ­მის გარ­ჩე­ვა და ეს უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ბარ­ში და­ი­წყო და ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და. სწო­რედ ამ დროს დამ­ნა­შა­ვემ ყე­ლის არე­ში და სხე­უ­ლის სხვა ად­გი­ლებ­ში და­ნით ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია მომ­ხდა­რი. რო­გორც გა­ვი­გე, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და ეს მკვლე­ლო­ბა. დღეს თით­ქმის მთე­ლი დღე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მუ­შა­ობ­დნენ ად­გილ­ზე. ამ­ბო­ბენ, ჩხუ­ბი შიგ­ნით და­ი­წყოო. პო­ლი­ცია რომ მო­სუ­ლა, ბიჭი ძირს ეგდო თურ­მე, სას­წრა­ფომ ვერ მო­უს­წრო ახალ­გაზ­რდას, ის ეტყო­ბა სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა. და­ნით არის მოკ­ლუ­ლი, ყელი აქვს გა­მოჭ­რი­ლიო. მე რომ მო­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში, ცხე­და­რი უკვე გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი იყო. მხა­რი გაკ­რა თურ­მე შემ­თხვე­ვით სა­წყალ­მა ბიჭ­მა ბარ­ში ვი­ღა­ცას და ამას მოყ­ვა ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. დანა რამ­დენ­ჯერ­მე და­ურ­ტყამს" - ამ­ბობს იქვე ახ­ლოს მო­მუ­შა­ვე ერთ- ერთი ადა­მი­ა­ნი.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის ნა­სა­მარ­თლე­ვი ი.გ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, ხოლო 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.პ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.გ.-მ, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ბარ­ში სტუმ­რად ყოფ­ნი­სას, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ამა­ვე ბარ­ში მყო­ფი, 2006 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.შ. ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ა.შ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ი.გ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბის ფაქტს შე­ეს­წრო რ.პ., თუმ­ცა პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 376-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს” - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო: ამბები.ჯი

სრულად წაკითხვა