,,მხოლოდ ახალი ( არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!“ – ნიკა გვარამია

1 week ago 8

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

,,მხოლოდ ახალი ( არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!

მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით!

მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ “პრეზიდენტს” ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ძირს ნიღბიანების დიქტატურა!

დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!”

სრულად წაკითხვა