ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით:
“მხოლოდ მივესალმები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟს.
ზოგჯერ დემონტაჟიც ქალაქის განვითარების ნაწილია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ობიექტს, რომელიც თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ უნიჭო თვითდემონსტრირების პროდუქტი იყო, ვიდრე გააზრებული არქიტექტურის.
„რიყის დოქები“ წლების განმავლობაში იყო, ძვირადღირებული შეხსენება იმისა, რომ ხმამაღალი ფორმა კარგ არქიტექტურას არ ნიშნავს. თუ ნაგებობას ათწლეულების განმავლობაში ვერ უპოვეს სიცოცხლისუნარიანი ფუნქცია, ეს უკვე ბევრ კითხვას სვამს თავად იდეის ხარისხზე.
ნებისმიერი ინოვაციური პროექტი ქალაქის მსახური უნდა იყოს და არა მიხეილ სააკაშვილის ჰედონისტური მოთხოვნილებების მონუმენტი. იმედი მაქვს, რიყეზე ახლა გაჩნდება ისეთი სივრცე, რომელიც თბილისს ბევრად უფრო მოუხდება“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მეტრეველი.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·