“მჯერა საკუთარი თვალების, წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად უარყოფითია” – თინა ხიდაშელი

1 week ago 5

ეუთო/ოდი­რის დას­კვნა უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფი­თია. დას­კვნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­დაც კი არ არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, – ამის შე­სა­ხებ “სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის” ხელ­მძღვა­ნელ­მა თინა ხი­და­შელ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

თინა ხი­და­შე­ლის თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრი­ფინგზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ისე­თი­ვე მარ­თა­ლია, რო­გორც იტა­ლი­ის, რუ­მი­ნე­თი­სა და ეს­პა­ნე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის დაბ­ლოკ­ვის სა­კი­თხი.

“მჯე­რა სა­კუ­თა­რი თვა­ლე­ბის, წა­ვი­კი­თხე ეუთო/ოდი­რის დას­კვნა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფი­თია. დას­კვნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­დაც კი არ არი­ან ისი­ნი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. არც კი მახ­სოვს, რო­დის წა­მი­კი­თხავს დას­კვნა, რო­მელ­შიც წერს ფრა­ზას “ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექტთან“. ამ ფრა­ზას იყე­ნებს მუდ­მი­ვად, რო­დე­საც უნდა, რომ ად­რე­სატ­ზე ილა­პა­რა­კოს. დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რია უამ­რავ დარ­ღვე­ვა­ზე. სა­უ­ბა­რია დარ­ღვე­ვებ­ზე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, სა­უ­ბა­რია მოს­ყიდ­ვა­ზე, ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არატ­რანსფა­რან­ტუ­ლად და ყვე­ლა პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვით წა­რი­მარ­თა და ამის შემ­დეგ წე­რია, რომ “ეუთო/ოდი­რი არ არის ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ვინ­მეს აღი­ა­რებს ან არ აღი­ა­რებს, ჩვე­ნი დას­კვნა წა­ი­კი­თხეთ და შე­სა­ბა­მი­სად თქვენ თვი­თონ გა­ა­კე­თეთ დას­კვნა, რო­გო­რი იყო ეს არ­ჩევ­ნე­ბი“. არც ასე­თი ფრა­ზა არ და­უ­წე­რია არას­დროს ოდირს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მე არ ვიცი სხვა ქვეყ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რას წერ­და, შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას აქვს ასე­თი ფრა­ზა და­წე­რი­ლი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის 2003 წელ­საც კი, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც კი ასე­თი ფრა­ზა არ და­უ­წე­რია, რო­დე­საც შა­ვით თეთრზე სა­კუ­თარ დას­კვნა­ში ოდი­რი ამ­ბობს, რომ წა­ი­კი­თხეთ ჩვე­ნი მა­ღა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქონ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დას­კვნა და თა­ვად გა­ა­კე­თეთ დას­კვნე­ბიო იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი.

სრულად წაკითხვა