WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა და მხარდაჭერისთვის:

მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა.

მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი.

რომ არა ნია იმნაძე ან/და გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა.

საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში.

სიმართლე ცალსახაა, დარჩა მთავარი – სამართალი.

ბედნიერ დედად დაბერდით, ქალბატონო ეკატერინა“, – წერს ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.