ნათია თოდუას საამაყო გადაწყვეტილება

2 weeks ago 14

გერმანული “ვოისის” გამარჯვებული ქართველი მომღერალი ნათია თოდუა სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს გერმანიიდან ადევნებს თვალს. მან გადაწყვიტა 20 დეკემბერს საქველმოქმედო საღამო გამართოს და შემოსული თანხა აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახებს გადასცეს.

ნათია თოდუა:

“მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელიც სიცოცლხის ფასად იბრძვის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოსთვის. საქართველო იმსახურებს იყოს ევროპის ნაწილი!
ჩემს ქართველ და ევროპელ მეგობრებთან ერთად, გელოდებით საქველმოქმედო საღამოზე “We Stand With Georgians“ . შემოსული თანხა მოხმარდება აქციებზე უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების ოჯახებს.

მისამართი: Beusselstraße 35, 10553 Berlin
თარიღი,დრო: 20.12.24 19:00 – 22:00
დასწრება უფასოა!
მადლობა ორგანიზაციას refomoabit გვედში დგომისთვის.”

პ.ს. ნათიამ საპროტესტო აქციებზე დაშავებულებს სიმღერაც მიუძღვნა, თუმცა როგორც თავად განაცხადა:

“ეს არ არის სიმღერა, არც დამუშავებულია და არც ნაფიქრი თუ როგორი უნდა ყოფილიყო. ეს ჩემი ემოციებია, რომელიც პირდაპირ გულიდან წამოვიდა! ჩვენ ამ ომს მოვიგებთ!”

სრულად წაკითხვა