9
“დიდი ოთხეულის წევრი საერთაშორისო აუდიტორულიკომპანიის მიერ “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში” აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001).
გამოძიება “საქართველოს განათლების ჯგუფის” განცხადების საფუძველზე წარმოებს დასამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შპს„ბრიტანულ–ქართული აკადემიის” კუთვნილი, დიდიოდენობით თანხის შესაძლო მითვისება –გაფლანგვის ფაქტს იძიებს. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი ქმრის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს)”, – აზუსტებენ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას მონიტორინგის სამსახურში.
აფბას მონიტორები იმ რამდენიმე კონკრეტული ეპიზოდის თაობაზეც საუბრობენ, რაც აუდიტის ყურადღების ქვეშ მოექცა და რომელთა გამოაშკარავებაც ნათია ჯანაშიას, როგორც კომპანიის მენეჯერის გარდაუვალი პასუხისმგებლობის წინაშე დადგომას იწვევს.
„ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება გამორკვეულ გარემოებას, რომლის თანახმადაც ცხადი ხდება, რომ 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, მენეჯმენტ-კონტრაქტის დასრულების შემდგომ პერიოდში, ყოფილმა მენეჯმენტმა, შეუთანხმებლად, უკანონოდ განაგრძო საკუთარ თავზე ფულადი ანაზღაურების გაცემა და ხელფასებზე დანამატის სახით სალაროდან მათ ზუსტად 666 666 ლარი მიიღეს.
მორიგი ეპიზოდია „აკადემიის“ ბიუჯეტიდან მენეჯმენტის პირადი მოგზაურობების, შვილებისა დაქმრის მშობლების ჯანმრთელობის დაზღვევის, ნათესავების სწავლის ღირებულების დაფინანსების ფაქტები. ამ პროცესმა „აკადემიას“, ჯამში, 2 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა“, – აღნიშნავენ აფბაში.
აფბას მონიტორების განცხადებით, ფინანსური მაქინაციის კიდევ ერთი ეპიზოდი ასახავს ნათია ჯანაშიას ქმრის პირადი ფართების „აკადემიის“ ხარჯზე გარემონტების ფაქტს. „როგორც ირკვევა, ნათია ჯანაშიას ქმრის კუთვნილი ეს ფართები, შემდგომ ჯანაშია-ცეცხლაძისავე მენეჯმენტმა „აკადემიის“ უცხოელი მასწავლებლების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის დაიქირავა და საკუთარსავე თავს, რაც მთავარია, საბაზროსთან შედარებით გაცილებით მაღალ ფასად უხადა ქირის ღირებულება. აუდიტის თანახმად, ამ მაქინაციამ „აკადემია“ დამატებით 341,878.45 ლარით აზარალა.
აქვე შეიძლება აღინიშნოს კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტის თაობაზე. საუბარია იმაზე, რომ „აკადემიის“ კაფეტერია მარაგდებოდა საბაზროსთან შედარებით ბევრად ძვირად შეძენილი პროდუქციით, რომლის ღირებულებასაც, ცხადია, „აკადემიის“ ბიუჯეტი ფარავდა. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ირკვევა ისიც, რომ მენეჯმენტის მიერ მომარაგების პროცესი მინდობილი იყო ნათია ჯანაშიას ქმართან აფილირებული პიროვნების კომპანიაზე და აქ მთავარი კიდევ ის არის, რომ ამ კომპანიის ერთადერთი ბიზნესსაქმიანობა სწორედ „აკადემიის“ კაფეტერიის მომარაგება იყო… საგულისხმოა ისიც, რომ ინვესტორის მიერ ჯანაშია-ცეცხლაძის მენეჯმენტის დათხოვნისთანავე, ამ კომპანიამ, ფაქტობრივად, მყისიერად დაანება თავი კაფეტერიის პროდუქციით მომარაგებას“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
აფბას მონიტორები მიიჩნევენ, რომ ზემოთ აღწერილი და კიდევ სხვა ფაქტები და გარემოებები გარდაუვლად გამოიწვევს ნათია ჯანაშიას, როგორც „აკადემიის“ მენეჯერის, პასუხისმგებლობის წინაშე დადგომას.
საერთაშიროსო alia.ge