დღეს დილით, ნაკრაში დაკარგული კიდევ ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი გამთენიისას ნაკრაში მდებარე პატარა ჰესთან აღმოაჩინეს. ამ დროისთვის კიდევ ერთი კოზარდის – საბა გვარმიანის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს. მანამდე კიდევ ერთი მოზარდის – ეკა ვილიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2 მაისს, სოფელ ნაკრასთან მოხდა. სკოლის მოსწავლეები ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს ენგურშიც, რომელსაც მდინარე ნაკრა უერთდება. ორივე მდინარე ადიდებულია, რაც სკოლის მოსწავლეების ძებნას ართულებს.