17
ფილოსოფოსი ზურაბ ფარჯიანი
,,კომპანია ENKA და “ნამახვან ჰესთან” დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანისა თუ “ნამახვანის მცველების” მიმართ რამე პრეტენზიები არის უსამართლო და ულოგიკო.
„ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი ორი სხვადასხვა კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებდა:
1) ქვემო ნამახვანის (ნამახვანი-ჟონეთის) კაშხალი:
სიმაღლე: 105 მეტრი;
სოფელ ნამახვანის ზემოთ, რიონის ვიწრო ხეობაში უნდა აშენებულიყო.
2) ზემო ნამახვანის (ტვიშის) კაშხალი:
სიმაღლე: 56-60 მეტრი.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასპის რაიონში 2025 წელს “ზარ-ზეიმით გახსნილი” ტუალეტის შენობა დაინგრა 1 წელზე ნაკლებ დროში.
სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე აშენებული ხიდი დაინგრა გახსნიდან რამდენიმე თვეში.
იმერეთში მთლიანად დაინგრა 2 სოფელი – ღვერკი და ხემაღალი და სავარაუდოდ, ხარაგაულის რაიონში კიდევ უფრო უარესი გველის წინ.
შოვის ტრაგედიაზე რაც მოხდა და როგორი “ოპერატიული” რეაგირებაც ჰქონდათ – კი იცით.
ყოველი წვიმის მერე “ყველგან ხდება” აკერიათ პირზე.
ამ ყველაფრის მერე ადექით აბა და მითხარით – გინდათ ამათი აშენებული ჰესი?
ტექტონიკურად აქტიურ ზონაში (გაგრა-ჯავის რღვევის ზონა)? სადაც 1991 წელს 7.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა?
ჭირი იქა, ლხინი აქა
ჰესები რომ გვჭირდება ვიცი – მაგის ახსნას ნუ დამიწყებთ
პ.ს. ადგილობრივ მოსახლეობასთან რომ არაფერი იყო შეთანხმებული – ეგ “სახსენებელიც” კი არაა.”
შეგახსენებთ, საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილებით, საქართველოს თურქული კომპანია ENKA-სთვის $383.2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.
საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების გასაჩივრებასა და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.
საერთაშიროსო alia.ge