„ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი – არასდროს ყოფილა ფულის „ხამი“ და ნიშანწყალი არ ჰქონდა ვარსკვლავური ავადმყოფობის“ - სააკაშვილი არველაძეზე

1 week ago 3

„შოთა არველაძე ამ დღეებში იქცევა როგორც ნამდვილი პატრიოტი და უბრალოდ წესიერი ადამიანი“, – წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ფეხბურთელ შოთა არველაძის მიერ გამოხატულ პოზიციას ეხმაურება.

„მე შოთა პირველად გავიცანი 90-იან წლებში, როცა „აიაქსის“ სუპერვარსკვლავი იყო და ჰოლანდიელების დიდი სიყვარულით სარგებლობდა, გამორჩეული შრომისმოყვარეობისა და მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო.

არასდროს ყოფილა ფულის „ხამი“ და ნიშანწყალი არ ჰქონდა ვარსკვლავური ავადმყოფობის.

იმ დღეებში ოფიციანტმა რომ გაიგო საქართველოდან ვიყავი მკითხა „თქვენი პრეზიდენტი შარველაძეა ხომ?“ (შევარდნაძის დრო იყო)“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, შოთა არველაძემ 8 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართულ მორიგ აქციაზე ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას­თან“ განაცხადა, რომ მთავ­რო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მოთხოვნებს მხოლოდ სისასტიკით პასუხობს:

„რაც მეტ ადა­მი­ა­ნო­ბას ვი­თხოვთ და რომ ხალ­ხს მო­უს­მი­ნონ, მით უფრო სი­სას­ტი­კე მო­დის პა­სუ­ხად, ნეტა სად არის ამ სი­სას­ტი­კის ზღვა­რი?! რაც უფრო მეტ შვე­ლას, პა­სუხს ადა­მი­ა­ნო­ბას ვი­თხოვთ, უფრო მეტი სი­სას­ტი­კით გვპა­სუ­ხობს, ვინც გვპა­სუ­ხობს, მთავ­რო­ბა, თუ რაც ჰქვია“.

წყარო: ​tia.ge​​​

სრულად წაკითხვა