როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” 23 წლის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით არაერთი გუნდი ინტერესდება.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს Team Talk-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” კვარაცხელიას სანაცვლოდ მზად არის, რომ მარკუს რაშფორდი დათმოს.
“წითელი ეშმაკები” “პარტენოპეის” კვარაცხელიაში მარკუს რაშფორდს და ასევე 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული გაცვლა “წითელ ეშმაკებს” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქვთ განზრახული.