როგორც მოგეხსენებათ, 23 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში გადასვლა გადაწყვიტა.
არაერთი სანდო წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით ”ნაპოლიმ” ხვიჩას შემცვლელს მიაკვლია.
“პარტენოპეი” მზად არის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ალეხანდრო გარნაჩო დაიმატოს.
გარნაჩოს ტრანსფერი იტალიურ გუნდს დაახლოებით 45 მილიონი ევრო დაუჯდება.
ცნობისთვის, გარნაჩომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.