"ნაპოლიმ" კვარას შემცვლელი იპოვა? - რა ვარიანტს მიაგნო კლუბმა

16 hours ago 2

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა.

როგორც ირკვევა, "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტს მიაგნო.

საუბარია ადემოლა ლუკმენზე, რომელიც ამჟამად "ატალანტას" ღირსებას იცავს.

იწერება, რომ ნეაპოლელები ბერგამოულ გუნდთან მოლაპარაკებებსა და ქართველისა და ნიგერიელის პოტენციურ გაცვლაზე შეთავაზებას გეგმავენ.

ცნობისთვის, ლუკმენს იტალიურ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

სრულად წაკითხვა