"ნაპოლიმ ხვიჩა აუცილებლად უნდა გაყიდოს" - იტალიელი ჟურნალისტი ლუკაკუს წარუმატებლობაში კვარას ადანაშაულებს

1 week ago 7

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რაფაელე აურიემამ ლუკაკუს წარუმატებელ პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია უნდა გაყიდოს.

"ლუკაკუ ინტერში იმიტომ იყო გამტანი ფორვარდი, რომ გვერდით ლაუტარო მარტინესი ჰყავდა - ნაპოლიში კი მსგავსი ფუფუნება არ აქვს. სწორედ ამიტომ, კონტეს 3-5-2 სქემიდან 4-3-3 გადასვლა მოუწია, რადგან მაკტომინეი ბელგიელთან უფრო ახლოს ყოფილიყო.

თუ ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდის, კლუბი სხვა თავდამსხმელს ვეღარ იყიდის - ფაქტია, რაღაც უნდა შეიცვალოს!

ხვიჩას 5 თამაშია გოლი არ გაუტანია, ამ სეზონში კი მხოლოდ 5 გოლი აქვს რაც ძალიან ცოტაა. ქართველი შემტევი მოედანზე დიდ დროს ინდივიდუალურ ქმედებებს უთმობს

", - განაცხადა აურიემამ.

სრულად წაკითხვა