იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნაპოლის პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის პრიორიტეტი ემპოლის ნახევარმცველის, იაკოპო ფაცინის ტრანსფერი იქნება - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა II Mattino ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ტრანსფერის ინიციატორი კლუბის პრეზიდენტია და ამ ყველაფრის წინააღმდეგი არც მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა.
როგორც იწერება, ნაპოლის ფაცინის ტრანსფერი 20 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
შეგახსენებთ, ემპოლის ღირსებას ორი ქართველი მცველი: საბა საზონოვი და საბა გოგლიჩიძე იცავს.