ხვიჩა კვარაცხელიამ მადლიერების ნიშნად ნაპოლისგან კუთვნილი, ბოლო თვის ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა - ინფორმაციას ამის თაობაზე LaGazzettaGeorgia ავრცელებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში გადავიდა და ფრანგულ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ყოველწლიურად კი ხელფასის სახით 11 მილიონ ევროს მიიღებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლიში ხვიჩას ანაზღაურება ბონუსების ჩათვლით 2 მილიონ ევრომდე აღწევდა.