ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

3 hours ago 2

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე „მდმა“, ნახევარ კილოგრამამდე „ალფა პვპ“ და „მეფედრონი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ლსდ“ და „კეტამინი“.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრულად წაკითხვა