ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებს 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

2 days ago 5
Anastasia Zinovkina and Artem Gribul at their trial at the Tbilisi City Court. Photo: Screengrab from TV Formula.

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ რუსეთის ორ მოქალაქეს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს, თითოეულს, 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ორივე მათგანს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძინა-შენახვის ბრალდებით 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. წყვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს და ამბობს, რომ ნარკოტიკები მათ პოლიციამ დაკავებისას ჩაუდო. ისინი დაკავებას თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებენ.

ზინოვკინა და გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს დააკავეს. საქმე კრიმინალური პოლიციის დეტექტივის ჯემალ მირაზანაშვილის ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა, რომელმაც განაცხადა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები ზინოვკინა და გრიბული ნარკოტიკებს ფლობდნენ გასავრცელებლად.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა