ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს

7 hours ago 5

19 წლის ბრიტანეთის მოქალაქე ბელა ქალი, რომელიც მაისში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს, 3 ნოემბერს საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, მან დანაშაული აღიარა და ჯარიმა გადაიხადა.

ბელა ქალის, რომელიც რვა თვის ორსულია, 5 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა მან ეს ვადა უკვე მოიხადა და 500 000 ლარის ჯარიმაც გადაიხადა.

2006 წელს დაბადებულ ბელა ქალის ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედებოდა.

წინა სასამართლო სხდომებზე ქალიმ განაცხადა, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა „ძალადობისა და წამების“ გზით აიძულა იგი ნარკოტიკებით სავსე ჩემოდანი საქართველოში შემოეტანა.

პროკურორმა, ვახტანგ ცალუღელაშვილმა განაცხადა, რომ 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქის დარბაზიდან გათავისუფლების ინიციატივით თავად პროკურატურა გამოვიდა: “რამდენიმე მიზეზი იქნა გათვალისწინებული: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანაშაულის აღიარება, ასაკი, გამოძიებასთან თანამშრომლობა”.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა