მრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე, ქართული ოცნების ამნისტიაზე:
“არსებობს ზოგადად ასეთი პრაქტიკა და ეს აქ მოგონილი არ არის. როცა გარკვეული სამართალდარღვევები გროვდება, ამნისტიის ფორმის განკარგულებები გამოდის სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა, რადგანაც ჩვენთან ყველაზე მძიმე და დიდი პრობლემა ნასვამი მძღოლია, ჩემს ხელში რომ იყოს ამ განკარგულების მომზადება, ნასვამ მძღოლებს ამ სიაში არ შევიყვანდი. ეს შეიძლება შეეხოს სხვადასხვა დანაშაულს, რის გამოც ადამიანს მართვის მოწმობა ჰქონდა ჩამორთმეული. მაგალითად, ქულები ამოეწურა ან სხვადასხვა უწყინარ დარღვევას ჰქონდა ადგილი. თუმცა, მე პირადად ნასვამი მძღოლების მიმართ, ლოიალური არ ვიქნებოდი. ეს იმიტომ, რომ ყველაზე მეტ შემთხვევაში, სავალალო შედეგით დასრულებული ავარიების დროს, სწორედ ნასვამი მძღოლი იყო საჭესთან.
მომხრე ვარ ზოგადად ჩანართების, რომ გარკვეული ამინისტიები იყოს ხოლმე და მართვის მოწმობების დაბრუნება მოხდეს კონკრეტული მიმართულებებით. თუმცა, უშუალოდ ნასვამ მძღოლებზე რომ გავრცელდეს მსგავსი კანონპროექტი, ამისი მომხრე ვერ ვიქნები. ეგ არის რაც მადარდებს. როცა ნასვამ მძღოლებს ეხება საქმე, აქ ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან ფრთხილი. რაიმე სახის წახალისების ფორმა არ უნდა მიიღოს ამან. როგორც საგზაო მოძრაობის ერთ-ერთი ექსპერტი, შემიძლია ეს ვთქვა შეჯამებისას, რომ ამ კანონპროექტიდან ნასვამი მძღოლების ნაწილს ამოვაკლებდი. ამას შემდეგ უფრო მეტი სიღრმეები რომ არ მოჰყვეს” | განაცხადა მელაძემ.
ქართულმა ოცნებამ ამნისტიის ახალი ფორმა დაანონსა და 20 ათასამდე პირს ჩამორთმეულ მართვის მოწმებს უბრუნებს.
1 იანვრიდან მართვის მოწმობა აღუდგებათ პირებს, რომლებსაც უფლება ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/მოხმარების გამო ან ქულების განულების გამო ჩამოერთვათ.

8 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·