WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნაურუმ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 29 ივლისს და მიესალმა ამ ნაბიჯს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელმა ორგანომ, ნაურუს კაბინეტმა სოხუმთან და ცხინვალთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 21 ივლისს მიიღო.

:აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ და დასძინა, რომ მზადაა დაამყაროს ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები.

ნაურუმ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობები 2009 წელს დაამყარა, რითიც აღიარა მათი დამოუკიდებლობა. რუსეთთან, სირიასთან, ვენესუელასთან და ნიკარაგუასთან ერთად, ის იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარეს.    

ვანუატუმ და ტუვალუმ ადრე ასევე აღიარეს ოკუპირებული რეგიონები, თუმცა, მოგვიანებით, შესაბამისად, 2013 და 2014 წლებში, ეს აღიარება გააუქმეს.

This post is also available in: English