ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა – საგარეო

1 hour ago 2

19

ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს, ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ნაურუს რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას, ასევე ცნობილს როგორც სახელმწიფო ალანიას შორის“ და „ნაურუს რესპუბლიკასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის” დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას, – ნათქვამია განცხადებაში. 

სრულად წაკითხვა