ნაცემი ხაბეიშვილი პარლამენტში ეტლით მივიდა

2 weeks ago 18

„ნაციონალური მოძრაობის“ სასტიკად ნაცემი თავმჯდომარე, პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა. როგორც ამბობს, მას გადაადგილება უჭირს, ამიტომ შენობაში ეტლის დახმარებით შევიდა. მისი თქმით, სამართალდამცველები რამდენიმე წუთის განმავლობაში უსწორდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ თუ იტყოდა, რომ „დამნაშავე, ცუდი ადამიანია“, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეწყვეტდნენ მის ცემას.

„ეს ხარებას ზონდერ-ჯგუფები მიზანმიმართულად, რამდენიმე წუთის განმავლობაში მისწორდებოდნენ და მეუნებოდნენ, რომ [მეთქვა, რომ] მე დამნაშავე, ცუდი ადამიანი ვარ და ამ შემთხვევაში არ მცემდნენ. ცხადია, ამის ფუფუნება მე მათ არ მივეცი და შესაბამისადაც გამოვიყურები ამის გამო. თუმცა, კიდევ ვამბობ, ეს არაფერი არ არის იმასთან [შედარებით], რასაც ახალგაზრდებს უკეთებენ. ჩემო ძვირფასებო, ეს არ არის პარტიული, პოლიტიკური ნიშნით — ეს პარტია მომწონს, ის პარტია არ მომწონს. ყველას გეხებათ, ყველას შეგეხებათ ეს უსამართლობა. გამოუყენეთ პოლიტიკოსები,  მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, უმრავლესობის წევრებმა—- თუ შეძლებენ მეორე [დაზიანებულ] თვალში ჩახედვას არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევში, ერთში მაინც შემომხედონ ერთი”, — განაცხადა ხაბეიშვილმა პარლამენტში მისვლის შემდეგ.

სრულად წაკითხვა