WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ყრილობაზე დროებითი მმართველობითი საბჭოს შექმნას დაუჭირეს მხარი, რომელსაც ირაკლი ფავლენიშვილი უხელმძღვანელებს.

საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ:

  • პეტრე ცისკარიშვილი
  • ანი წითლიძე
  • გიორგი ჩალაძე
  • ლაშა ფარულავა
  • გიორგი ბოტკოველი
  • ლევან ბეჟაშვილი
  • ირაკლი ნადირაძე.

საბჭოში წარდგენილი იყო ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, თუმცა მან თანამდებობაზე უარი თქვა და საქმიანობას პარტიაში პოლიტსაბჭოს რიგით წევრად გააგრძელებს.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს, მის არჩევას პარტია 6 თვის შემდეგ გეგმავს.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ პარტია „გადადის მოდერნიზაციაზე“ და იქმნება გუნდი, რომელიც მისი რეფორმირების სტრატეგიას დადებს.

„რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ის ჯერ არ არის პარტიის წევრი, არ იღებს მონაწილეობას არც პარტიის მმართველობით ორგანოებში. კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას რეფორმების საბჭო, რომელიც, არაპარტიული შემადგენლობით, შეიმუშავებს პარტიის რეფორმირების სტრატეგიულ დოკუმენტს“, - თქვა ბეჟაშვილმა.

მასალა განახლდება