WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი მწვავე შეფასებებთან ერთად მძიმე ბრალდებებს უყენებს “ნაციონალურ მოძრაობასა” და გიორგი ბარამიძეს:

ნაცმოძრაობის საქმიანობა მისი შინაარსით არის სამშობლოს ღალატის ქრონიკა, ჯერ 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებიდან, ხოლო უკვე 14 წელია ოპოზიციიდან.

სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა 2008 წლის ომამდე 1 წლით ადრე სს კოდექსიდან ამოიღო, გააუქმა 307-ე, სამშობლოს ღალატის მუხლი…

სიმბოლურია, რომ ომიდან მე-18 წლისთავზე, საქართველოს პროკურატურამ პირველად აღძრა საქმე ღალატის მუხლით, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ქვეყნის კანონმდებლობაში.

ამ მუხლით პასუხისგებაში უნდა მიეცეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატის აქტის ჩამდენი, სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული და ამ დრომდე დაუსჯელობის სინდრომის გამო გათავხედებული – გია ბარამიძე!

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ ბარამიძის ანტიქართული განცხადება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია, რაც საბოლოო მიზნად, საქართველოში ომის გაჩაღებას ისახავს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სუვერენული საქართველოს მშენებლობა შეუძლებელი იქნება, ვიდრე პოლიტიკურ ველზე რჩებიან ძალები, რომელთათვისაც საკუთარი სახელმწიფოს ღალატი ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტია, რასაც არ მოჰყვება პასუხისმგებლობის ადეკვატური ზომები.

ბარამიძემ პასუხი უნდა აგოს, ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია!” – წერს სოციალურ ქსელში ვატო შაქარიშვილი.