ქართველი პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტიების მკვლევარი და შედარებითი პოლიტიკის ლექტორი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს განცხადებას:
"აქცია იყო მშვიდობიანი, მისი ძალადობრივი დაშლის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა" - ამბობს სახალხო დამცველიც კი...
როგორი იყო ხელისუფლების პასუხი?
ადამიანების დევნა მეტროს ესკალატორებზე, მოქალაქეებზე ნადირობა ვაჟა-ფშაველას ძეგლამდე, დედებისთვის წართმეული შვილები ...
მაგრამ გუშინ მთავარი ტაბუ დაირღვა, დემონსტრაციაზე უცნობი პირები იარაღით გამოჩნდნენ!
ნახევარი ნაბიჯი დარჩა კატასტროფამდე, ნახევარი! თან ისეთი კატასტროფა იქნება, რომლის შედეგები ათწლეულები გაგრძელდება!
მივმართავ ხელისუფლების მომხრეებს!
მეგობრებო, გამოფხიზლდით და დაიწყეთ ზეწოლა თქვენს ლიდერებზე!
საჯაროდ გააკრიტიკეთ მათი ქმედებები, ღიად თქვით, რომ არ მოგწონთ მორბენალი მარბიელი რაზმების თარეში ქალაქში და იარაღიანი ძველი ბიჭების მიერ თითქმის სისხლიანი პროვოკაციების მოწყობა თბილისის სხვადასხვა უბნებში!
მოუწოდეთ ბიძინას, მის უადგილოდ მომღიმარ მარიონეტებსა და გაფუჭებულ რობოტებს, რომ გაჩერდნენ, დაიწყონ გამოსავლის ძიება, დაიწყონ ფიქრი შეთანხმებაზე, რომელიც არ იგულისხმებს ერთი მხარის 100%-ით გამარჯვებას და მეორე მხარის 100%-ით დამარცხებას.
არავინ გთხოვთ, ჩვენს მხარეზე გადმოსვლას, გთხოვთ ჩვენი საერთო სამშობლოსა და მშვიდობის მხარეს ყოფნას.
თუ ამას არ გააკეთებთ, იცოდეთ, რომ თქვენი კონფორმიზმით დანაშაულის თანამონაწილე ხდებით !
მაინცდამაინც ორი გვამი უნდა შემოაგდონ მეტროს შესასვლელზე?! 15 წლის შემდეგ სტანდარტი იგივე უნდა გარჩეს?!
P.S. დღეს ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ლიდერთა ოჯახის წევრებზე. მათ უნდა ურჩიონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს გამოფხიზლება, გადარჩენა" - წერს ლევან ლორთქიფანიძე.