WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს. 
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

„საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, სამხედრო გზატკეცილის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ბაგრატ მესამეს, ჭანდრის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, რაზმაძის, სტივენის, თავდადებულის და გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“.

წყარო: primetime.ge