ნეიმარმა შარშან სულ 42 წუთი ითამაშა და 100 მილიონზე მეტი იშოვა

3 hours ago 3

გასულ წელს ნეიმარმა საუდის არაბეთის კლუბ ალ ჰილალის შემადგენლობაში სულ 42 წუთი ითამაშა და ხელფასის სახით 100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა!

როგორც Sport.es-მა დაწერა, ნეიმარი ამ 42 წუთში ბურთს მხოლოდ 45-ჯერ შეეხო და დათვლილის მიხედვით, მისი ყოველი შეხება 2.2 მილიონ ევროს უდრიდა.

ფაქტი, რომ ნეიმარს არ უთამაშია, ამაში "დამნაშავე" ჯვარედინი მყესების გაწყვეტაა, რომელიც ნეიმარმა 2023 წლის მიწურულს დაიზიანა.

სრულად წაკითხვა