5
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 616-ს აღწევს, ხოლო 1924 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
დაკარგულებს შორის, სულ მცირე, 517 ადამიანი უცხოელია.
ჩინური მედიის ინფორმაციით, ტიბეტში სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მაშველები 554 ადამიანს ეძებენ.
ნეპალის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მთებში მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. ტალღამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის სასაზღვრო მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.
საერთაშიროსო alia.ge