WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა სამნიძე, მძიმე დაავადების გამო, მკურნალობის მრავალთვიან კურსს გადის, რამდენიმე ოპერაციით და გამოჯანმრთელების დიდი იმედებით და სოციალურ ქსელში, 3 წლის წინანდელი ფოტო-შეხსენების გაზიარებით, მორიგ ემოციურ პოსტში, ისევ ტკივილისა და განცდების შესახებ წერს:

“3 წელია შესვენების გარეშე ვმკურნალობ და მართლა, გულწრფელად, საშინლად დავიღალე. დღეს ისევ თავსაბურავით ვარ, ვიცი, ყველაზე ნაკლები პრობლემაა ამ პროცესში, მაგრამ გამიჭირდა.

ნეტა, ოდესმე თუ დავუბრუნდები ამ ჩემს ძველ ფორმას და ვისეირნებ უსასრულოდ ყურსასმენებით და ვიქნები ბედნიერი, ძალიან ბედნიერი. ახლაც ვარ, უდიდესი ძალაა თითოეული თქვენგანის სიყვარული და იმედი, მხარდაჭერა და რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებ… მაგრამ ვოცნებობ, ეს ფბ-მემორები ასე ნოსტალგიური აღარ იყოს🙏❤️

ამასობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა ეს დღეები არაფერი მაინტერესებს და ექიმს ვერ დავუჯერე, რომ არაფერს ვუყურო და მშვიდად ვიყო🥴“, – წერს ხათუნა სამნიძე.