როგორც 17 წლის ბიჭის მკვლელის, ნიკა კაპანაძის დედა, დოდო ოდიშარია ,,ტვ პირველს” უყვება, მისი შვილი, ნიკა კაპანაძე, თავისი სასტუმროს მესამე სართულზე, ოთახში შეიარაღებული იყო ჩაკეტილი და კარს არავის უღებდა.
“სპეცრაზმს ვუთხარი, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი, მე მესროლოს, მათ გამაჩერეს, არაო” – ამბობს დოდო ოდიშარია.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი – ამბობს ნიკა კაპანაძის დედა
,,იარაღით იყო სულ სახლში, პოლიციას არ უშვებდა. მე გამომიყვანეს საერთოდ. უცებ, ორჯერ ხმა იყო უსაშველო, იარაღის ხმა არ იყო, რაღაც სხვანაირი ხმა იყო. ისინი მოვიდნენ, სპეცრაზმელები იყვნენ. ეშინოდათ, მე ვუთხარი, ნუ მიხვალთ კარებთან, მე მიმიშვით, ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა, თქვენ რომ დაიხოცოთ-მეთქი, მე მესროლოს, მათ გამაჩერეს, არაო. ნიკა მესამე სართულზე იყო. ის ბავშვი არ მომკვდარიყო, ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ, ნეტა ეს მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო”, – ამბობს დოდო ოდიშარია.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·