ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ, წარმომადგენელთა პალატამ, ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატამ, მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს ითანამშრომლოს თანამოაზრე პარტნიორებთან, რათა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საქმე აღძრას. ამის მიზეზად, სხვა საკითხებთან ერთად, მან საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ „რეპრესიული კანონმდებლობისა“ და „პოლიციის ძალადობის“ გამოყენება დაასახელა,
ინიციატივა, რომელიც პარლამენტის წევრმა „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ხალთა პარტიიდან (VVD)“ ქუინი რაჟკოვსკიმ წარადგინა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის ამოქმედებისკენ მოუწოდეს. ამ მუხლის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია სტრასბურგის სასამართლოში შეიტანოს საჩივარი სხვა სახელმწიფოს მიერ კონვენციის სავარაუდო დარღვევის შესახებ.
„აღნიშნავს რა, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობას და პოლიციის ძალადობას იყენებს, ითვალისწინებს რა, რომ ეს მოვლენები იმ ტენდენციის ნაწილია, რომლითაც საქართველო რუსული მოდელისკენ მიემართება […], წარმომადგენელთა პალატა მოუწოდებს მთავრობას, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანოს საქართველოს წინააღმდეგ“, – ნათქვამია ინიციატივაში.
ინიციატივა ნიდერლანდების მთავრობისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და პარლამენტის პორტალიც მიუთითებს, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ამ ინიციატივაზე უარის თქმისკენ მოუწოდრეს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები