ნივთები სახლში, რომლებიც არ უნდა აჩვენოთ სტუმრებს

3 weeks ago 17

თითოეული სახლი ცალკეული შინაგანი სამყაროა, რომელიც მისი მობინადრეების და საყოფაცხოვრებო ნივთების ენერგიით ივსება. გარდა ამისა, სტუმრებს თავისი ენერგია შემოაქვთ. სამწუხაროდ, მათი ენერგია ყოველთვის დადებითი არ არის. ისეც ხდება, რომ სტუმარი შემოსვლისას გაუცნობიერებლად ზიანს გვაყენებს. ამიტომაც, არის ნივთები, რომლებიც სტუმრებს არ უნდა აჩვენოთ, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც ძალიან ახლოს არ ხართ.

რა თქმა უნდა, არ ღირს სტუმრების მიღება სამზარეულოში ან დერეფანში, რომ შემთხვევით „თვალი არ გცემონ“. თუმცა ზოგიერთი ნივთი სჯობს შეინახოთ შემოსასვლელიდან შორს. ასე სახლში შეინარჩუნებთ დადებით ენერგიას და მფლობელების ჯანმრთელობას.

ნივთები სახლში, რომლებიც უცხო პირებს არ უნდა აჩვენოთ

მაშინაც კი, თუ ნიშნების არ გჯერა, ჩვენი რჩევების მოსმენა ღირს. ზოგიერთი რამ სახლში ლოგიკური მიზეზით პრობლემის გამომწვევი შეიძლება გახდეს.

რელიგიური ნივთები

ფიქრობთ, ჩვენი ბებიები ტყუილად ათავსებდნენ ხატებს ცნობისმოყვარე თვალისგან შორს? ასე ვიცავთ ხატების ძლიერ ენერგიას უცხო თვალისგან. სახლში ხატები თილისმის როლს ასრულებს, ამიტომ შორს და მაღლა უნდა იყოს განთავსებული. გარდა ამისა, სახლში ხატების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს კამათი სტუმარ-მასპინძელს შორის, თუ სტუმარი სხვა რწმენის წარმომადგენელი ან ათეისტია.

იგივე ეხება პირად თილისმებს და ამულეტებს. ისინი სხვის ხელში არ უნდა მოხვდეს, მით უფრო არ უნდა მოიზომონ. ყველაზე უვნებელი რამ, რაც შეიძლება მოხდეს, ამულეტი აღარ იმოქმედებს. თუ ამულეტი მოხვდა ცუდი ენერგეტიკის ადამიანის ხელში, თქვენივე ამულეტი თქვენს წინააღმდეგ შეიძლება ამოქმედდეს.

ძველი ფოტოები

ვინაიდან ფოტო რეალური ადამიანის გამოსახულებაა, ისიც ექვემდებარება უარყოფით გავლენას. ფოტოთი ჯადოს გაკეთებაც შეიძლება. რაც უფრო ძველია ფოტო, მით უფრო ძლიერია გავლენა.

თუ ფოტოზე ჩანს გარდაცვლილი ადამიანი, ასეთი ფოტო მით უფრო არ უნდა გააჩეროთ თვალსაჩინო ადგილას. პირველ რიგში, ეს თქვენზე მოქმედებს ცუდად. ყოველ ჯერზე, როცა ფოტოს შეხედავთ, ინერვიულებთ და ქვეცნობიერად მიცვალებულს დაუძახებთ. ამის გაკეთება არ ღირს.

სახლში, განსაკუთრებით თვალსაჩინო ადგილას, არ შეინახოთ ფოტოები, რომლებიც გაღიზიანებთ. ამ მიზეზით არ გამოფინოთ ყოფილ შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები. არ იცით, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს სტუმრისთვის თქვენი ყოფილი შეყვარებული. იქნებ, ახალმა მეგობარმა ფოტოზე იცნოს მისი მეუღლის ყოფილი სიყვარული სკოლიდან. უმჯობესია, მსგავსი ფოტოებისთვის ცალკე ალბომი გქონდეთ.

ზარდახშა ძვირფასი სამკაულებით

ლითონი, განსაკუთრებით ოქრო, ენერგიის მაგნიტად ითვლება, ამიტომ პრობლემების მოზიდვაც შეუძლია. ბოროტი ხალხი ძვირფასეულობაზე ჯადოს ხშირად აკეთებს. ლითონი, რომელსაც ატარებთ, თქვენს ენერგიას შთანთქავს, ამიტომ ბეჭდიდან, სამაჯურიდან ან სხვა სამკაულიდან თქვენს ჯანმრთელობაზე ზემოქმედება მარტივია.

გარდა ამისა, არსებობს ლოგიკური მიზეზი, რატომ არ უნდა გამოაჩინოთ სამკაულები, და ეს შურია. თქვენს მეგობარს, კოლეგას ან ნათესავს შეიძლება უფრო მოკრძალებული შემოსავალი ჰქონდეს. ზარდახშა ძვირფასი სამკაულებით თქვენი მატერიალური მდგომარეობისადმი შურს გამოიწვევს. თავის მხრივ, ამან თქვენი ურთიერთობა შეიძლება გააფუჭოს.

წამლები

მედიკამენტები თვალსაჩინო ადგილას არ განათავსოთ. უპირველესად, წამლების დანახვისას სტუმრები ქვეცნობიერად სიბრალულს იგრძნობენ თქვენ მიმართ და ისე მოგექცევიან, როგორც არასრულფასოვან ადამიანს. აი, ჭორიკანებს შეუძლიათ სხვებს უამბონ თქვენი ავადმყოფობის შესახებ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად არ აისახება.

ბოროტი ხალხი, რომლებიც როგორღაც თქვენს სახლში აღმოჩნდნენ, თქვენი ავადმყოფობით გაიხარებენ. უმჯობესია, სტუმრების მოსვლამდე მედიკამენტები კარადაში შეინახოთ.

ნივთები, რომლებიც დღესვე უნდა გადაყაროთ

ზოგიერთი ნივთი არა თუ ცნობისმოყვარე თვალისგან შორს უნდა შეინახოთ, არამედ საერთოდ არ უნდა ინახებოდეს სახლში. ეს ნივთები დადებითი ენერგიის მთავარ შთამნთქმელებად ითვლება, ამიტომ დაუნანებლად გადაყარეთ.

დახეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ნივთები, რომლებმაც მთლიანობა დაკარგა, სახლში არ შეინახოთ. ფეხსაცმლის და პერანგების ნახვრეტებიდან ჯანმრთელობა და პოზიტიური ენერგია გარბის. თუ თქვენთვის ძვირფასი ნივთია და შეკეთება შესაძლებელია, შეაკეთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაგავსაყრელზე გაიტანეთ.

ნიჟარები. ფიქრობთ, რომ საზღვაო კურორტიდან ჩამოტანილი ნიჟარები საუკეთესო საჩუქარია? აი, ამ ნიჟარებში დაღუპული მოლუსკები შეგედავებოდათ. ნიჟარები უარყოფით ენერგიას ატარებს და ცუდ ამბებს იზიდავს. ნიჟარის ნაცვლად მეგობრებს ჩამოუტანეთ მაცივრის მაგნიტი ან ადგილობრივი ტკბილეული.

გატეხილი სარკე. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ გატეხილი სარკე დადებით ენერგიას უარყოფითად ცვლის. გატეხილ სარკეში ჩახედვა არავითარ შემთხვევაში შეიძლება. არსებობს ხალხური ცრურწმენაც, რომ გატეხილი სარკე მომდევნო 7 წლის განმავლობაში უბედურებას ნიშნავს.

გატეხილი ჭურჭელი. დაზიანებულ თეფშებსა და ჭიქებს აქვს ისეთივე ენერგია, როგორც დახეულ ტანსაცმელს. ასეთი ჭურჭლიდან დალევა არ შეიძლება, რადგან დაავადებებს იზიდავს. ენერგეტიკული მიზეზის გარდა, მეცნიერულად დაფუძნებული მიზეზიც არსებობს. ბზარებში რჩება საკვების ნარჩენები, რომლის მოშორება შეუძლებელია. იქ გამრავლებას იწყებს ბაქტერიები, რომლებიც ხელს უწყობს დაავადებების და კუჭის წყლულის განვითარებას. გატეხილ თეფშებს უყოყმანოდ დაემშვიდობეთ.

ჩვენი რჩევების გათვალისწინებით თქვენს სახლში ყოველთვის კომფორტული და მყუდრო გარემო იქნება. თუ რაიმე მიზეზით ასე არ არის, დააკვირდით თქვენს სახლს – ეს უარყოფითი ენერგიის ნიშანი შეიძლება იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს

სრულად წაკითხვა