ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში

1 week ago 5

საქართველოს საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი უმაღლეს დონეზე მსაჯობას განაგრძობს. მსოფლიო რაგბიმ ის 2025 წლის თებერვალსა და მარტში ექვსი ერის სამ თამაშზე დანიშნა.

30 წლის რეფერის ექვსი ერის ერთ-ერთი მთავარი, ისტორიული დაპირისპირების განსჯა მოუწევს. მეორე ტურში, 8 თებერვალს, თვიქენჰემის “ალიანს სთედიუმზე” ინგლისი საფრანგეთს მასპინძლობს და ამაშუკელი მოედნის მსაჯი იქნება. კიდეებიდან მას ანდრეა პიარდი და დემიენ შნეიდერი დაეხმარებიან.

ამის შემდეგ ნიკა კიდევ ორ თამაშს პირველი ასისტენტის რანგში იმსაჯებს. მესამე ტურში, 22 თებერვალს, კარდიფში “ფრინციფალითი სთედიუმზე” უელსი ირლანდიას ეთამაშება და მოედნის მსაჯი კრისტოფ რიდლი იქნება. ამაშუკელის გარდა მისი მეორე ასისტენტი ჯანლუკა ნეკი იქნება.

მეხუთე, დასკვნით ტურში, უელსი კარდიფში ინგლისს უმასპინძლებს. შეხვედრა 15 მარტს გაიმართება და მოედნის მსაჯად ნიკ ბერი მოგვევლინება, ვისაც კიდეებიდან ნიკა ამაშუკელი და ჰოლი დევიდსონი დაეხმარებიან.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა