დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება, – ამის შესასხებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლის შემდეგ, უკვე 14:00 საათზე “ცვლილებისთვის” წევრები სანდრო ეულის ქუჩაზე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან, სადაც უწყებს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
“ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს, იმიტომ, რომ ამის შემდეგ ჩვენ 14:00 საათზე გვექნება უკვე შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთეობის მდგომარეობაზე საბოლოო, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ექიმები შევლენ უკვე რამდენიმე წუთში ციხეში, როგორც უკვე მოგახსენეთ, იქნება საბოლოო დასკვნა მათი მხრიდან და ჩვენ ვიცით, რომ ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება, ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა ასევე იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ, რაც უტოლდება მის წამებას და არაადაიანურ მოპყრობას.
მე მინდა, ყველას გთხოვოთ, დღეს, 14:00 საათზე სანდრო ეულის 3 ნომერში შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და მოგვცემენ შესაძლებლობას, ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას და ველოდდებით კვლავ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება აეკვატური და საპასუხო იმ იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ხაზს გავუსვამ, ჩვენ ამ წუთში პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ამ საკითხზე არ ვაპირებთ, ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·