ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს -არევაძე

2 weeks ago 5

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამია სასამართლოში ისე გადაიყვანეს, რომ ადვოკატებისთვის არავის შეუტყობინებია:

“ნიკა გვარამია ისე გადაიყვანეს სასამართლოში და დაიწყეს პროცესი, ადვოკატებს ინფორმაცია არ მიაწოდეს და მეტიც, იქით რეკვითაც ძლივს ვათქმევინე, რომ პროცესი თურმე დაიწყეს
ჩამოშლილია ხალხნო სასამართლო !!!” წერს მარიკა არევაძე.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ.

სრულად წაკითხვა