WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
ნიკა გვარამია: “საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია…”

“ოპოზიციის ალიანსისა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მძიმე შეფასებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით:

“საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია: უზენაესმა სასამართლომ დღეს ბოლო ვაკანსია შეავსო და მოსამართლედ კლანის ერთერთი ყველაზე ოდიოზური ზონდერი – სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. დამიჯერეთ, ამაზე უარესის პოვნა იმ კლანშიც კი გაგიჭირდებათ🙂

დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია. განსხვავებული აზრიც კი აღარ დაიწერება.

პარტიების გაუქმების სარჩელს რატომ ამატეს ქოცებმა თითო-თითო პარტია, ახლა მაინც ხომ ცხადია:

იმ მომენტამდე ჭიმეს განხილვის ვადები, სანამ განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა შემადგენლობაში და ამ ათასპროცენტიანი ანტიკონსტიტუციური აბსურდის დაკმაყოფილებისას ზონდერ მოსამართლეებისთვის ოდნავი დისკომფორტის შემქმნელი გარემოებაც კი გამოირიცხებოდა.

როგორც ჩანს, ქოცებისთვის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა🙂”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ნიკა გვარამია: “საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია…”
პარალელი