ნიკა გვარამიამ მელიასთან ერთად ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართა

2 months ago 34

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად დღეს, 11 მარტს, პარტია „ახალის“ პრეზენტაცია გამართა.

„ჩვენ ვართ ერთად, ჩვენი პარტია არის „ახალი“. ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას, ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ ამას შევძლებთ. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ თქვენთან ერთად”,  — თქვა ნიკა გვარამიამ ახალი პარტიის პრეზენტაციისას.

სრულად წაკითხვა