2
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თავისუფალია – “პირველების” ინფორმაციით, პოლიტიკოსი ისნის პოლიციის გამყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი. ნიკა მელია “ტვ პირველის” ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მასზე პოლიციის მაღალჩინოსანმმა ფიზიკურად იძალადა – მელიას თქმით, ისნის პოლიციის შუშებიან განყოფილებაში მას ისან-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გიორგი ჩოქურმა ხელი დაარტყა.
ისანი-სამგორის პოლიციის შენობაში, ხელბორკილდადებულს, ვინმე გიორგი ჩოქური, სკამზე მჯდომს, წიხლს მირტყამს“- თქვა მელიამ “დღის ამბებში”.
მისი თქმით, პოლიციის მაღალჩინოსანსა და მას შორის სხვა პოლიციელები ჩადგნენ. პოლიტიკოსის განცხადებით, ფაქტს მინიმუმ ათი სამართალდამცავი ესწრებოდა, რომლებმაც “წყობიდან გამოსული ჩოქური “გააკავეს.
მელია ვიდეო-კადრების ამოღებას და გასაჯაროებას ითხოვს. მისივე განცხადებით, ინცინდენტისას კიდევ ერთი პოლიციელი აქტიურობდა, რომელიც აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა.