WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

საქართველოს პროკურატურამ სამ მამაკაცს 2024 წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარესა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სამტრედიაში, წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს თავს დაესხნენ. მელია ჟურნალისტებთან საუბრობდა, როდესაც მამაკაცმა მას თავში მუშტი ჩაარტყა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა.

სამივე მამაკაცს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162¹ მუხლით წაუყენეს, რაც „წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას“ გულისხმობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მელიას მხოლოდ ერთი მამაკაცი დაესხა თავს, დანარჩენი ორი მელიას გარემოცვის წევრი იყო და მათაც იმავე მუხლით წაუყენეს ბრალი საპასუხო ძალადობის გამო. პარტიამ „ახალი“ დაგმო ეს გადაწყვეტილება და მას „აბსურდული“ უწოდა.

9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა მელიას, რის შედეგადაც „ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

„მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა – გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ახალის” ინფორმაციით, მირცხულავა პარტიის წევრი, ხოლო კობაიძე პარტიის თანათავმჯდომარის დაცვის წევრია. 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, პარტიამ აღნიშნა, რომ „საქმის აბსურდულობას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ 162-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს წინასაარჩევნო ღონისძიების დროს ძალადობას, რაც სწორედ „ქართული ოცნების” მოგზავნილმა მოძალადემ განახორციელა“.

„წლების შემდეგ აღნიშნული საქმის წინ წამოწევა ემსახურება კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინებასა და გაჩუმებას, რაც ფაქტია, არ მუშაობს.“, – დასძინა მან.

This post is also available in: English