ნიკა ჭანტურიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა - "ლოკომოტივის" პრეს-სამსახური

2 days ago 3

გამოცდილმა ქართველმა მცველმა, ნიკა ჭანტურია, საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

ჩვენი გუნდის შეუცვლელმა წევრმა, ნიკა ჭანტურიამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ნიკამ საკლუბო კარიერაში 302 შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზრდულ ნაკრებში 52 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 17-წლამდელელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 2014 წელს საქართველოს თასი მოიგო, 2019 წელს კი ვერცხლს დაეუფლა. გარდა ამისა, 2-ჯერ გახდა საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული.

ჭანტურ, შენი თავდადება, პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა ყოველთვის სამაგალითო იყო.

მადლობა მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის და წარმატებები შენს ახალ გამოწვევაში!

- ვკითხულობთ თბილისის "ლოკომოტივის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად წაკითხვა