როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ ბაჩალიაშვილი წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონატებში.
ნიკოლოზმა თბილისის “დინამოს” აკადემია გაიარა, რის შემდეგაც უკვე აზერბაიჯანულ “გაბალაში” ასპარეზობდა.
წლების განმავლობაში “გაბალას” ასაკობრივ და მთავარ გუნდში წარმატებულად ირჯებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანის 20-წლამდე ნაკრებშიც ითამაშა.
ნიკას კარიერის მომდევნო ნაბიჯი “კაპაზი” იყო, სადაც მშვენიერი შთაბეჭიდლება დატოვა, რამაც “გაბალას” ხელმძღვანელობას მისი დაბრუნება გადააწყვეტინა.
მას შემდეგ, 22 წლის ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც “სპაერის” ღირსებას იცავდა.
“სპაერში” მცირე დროის გატარების შემდეგ, ბაჩალიაშვილი “არაზთან” ერთად აზერბაიჯანის თასსაც დაეუფლა.
ცნობისთვის, ნიკოლოზი ბოლოს “ბორჯომის” ღირსებას იცავდა, ამჟამად თავისუფალი აგენტია და დიდი მიზნებისთვის იბრძვის.