ნიკორწმინდის ტაძარში ორი წელია წყალი ჩადის – მე-10 საუკუნის უნიკალური ძეგლი საფრთხეშია

20 hours ago 6

განადგურების პირას მიყვანილი კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი ნიკორწმინდის ტაძარში ორი წელია წყალი ჩადის, ზიანდება უნიკალური ფასადი და ხელოვნების ნიმუშები, თუმცა არც კულტურის სამინისტრო და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ რეაგირებს.

აქტივისტები, რომლებიც ქვეყანაში ისტორიული ძეგლების გადასარჩენად იბრძვიან, ამბობენ, რომ არსებული მძიმე ვითარება “ოცნების” პოლიტიკის შედეგია, რომელიც ცდილობს, პროფესიონალები მართვის სადავეებს ჩამოაშოროს.

მეათე საუკუნის გუმბათოვან ტაძარს წლების წინ რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ბიუჯეტიდან გამოიყო ასი ათასობით ლარი, თუმცა, ფაქტია, რომ უშედეგოდ.

2019 წელს დასრულდა ე.წ. რეაბილიტაცია ნიკორწმინდის უნიკალურ ტაძარზე, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პრობლემები.პრობლემები ეხება სახურავიდან ჩამოსულ წყალს, რომელიც აზიანებს უნიკალურ ფასადს და ნატიფ ხელოვნების ნიმუშს, რაც არის ნამდვილად ნიკორწმინდის ტაძარი.

ჩვენ ამის შესახებ პირველად 2023 წლის ზამთარში მივმართეთ სააგენტოს. მას შემდეგ სამჯერ ვიყავით მონიტორინგის მისიით და დავაფიქსირეთ მდგომარეობის გაუარესება, თუმცა სააგენტო არ უხვევს თემისგან არჩეულ კურსს, რაც გულისხმობს უნიკალური ძეგლების მიტოვებას უყურადღებოდ და ყველანაირი პრობლემების უარყოფას, – ამბობს თორნიკე ბარათაშვილი.

სრულად წაკითხვა