ნინი შერმადინი: „ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ… თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა – ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ პრინციპები"

3 weeks ago 7

გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი ეხმიანება.

ნინი შერმადინი „ფეისბუკში“ აქციის მონაწილეების დაკავების ამსახველ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ „საქართველო უნდა იყოს ადგილი, სადაც ძალადობა აღარასდროს იქნება ძალაუფლების ინსტრუმენტი“.

„როგორც ქართველი, მძიმედ განვიცდი, როგორ ითელება ჩვენი ქვეყნის ღირსება და მომავალი. ძალადობა, ზეწოლა და უსამართლობა სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა, რასაც სულ ვაპროტესტებდი და კვლავ ვაპროტესტებ! ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვოცნებობდით – ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის ფასეულობაა. ეს ის მომენტია, როცა უბრალოდ ვერ ვჩუმდები… მაპატიეთ… ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ…
ჩემი საქართველო უნდა იყოს ადგილი, სადაც ძალადობა აღარასდროს იქნება ძალაუფლების ინსტრუმენტი. დღეს თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა – ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ის პრინციპები, რაც ჩვენს ქვეყანას ამაყ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს. საქართველო ჩვენია, და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!
საქართველოს გაუმარჯოს!
პ.ს ყველა უცენზურო კომენტარი წაიშლება. მე არ გლანძღავთ მაშინაც კი, როცა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასე რომ, თავი შეიკავეთ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა