მომღერალ ნინი შერმადინის ცხოვრებაში უდიდესი წარმატების დრო დადგა – ქართველი მომღერალი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის Crescendo International Competition-ის საქართველოს ეროვნული დირექტორი გახდა:
“სუპერ სიახლე მუსიკალურ სამყაროში! მომღერალი და Art Hub Production-ის დამფუძნებელი ნინი შერმადინი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციის, Crescendo Competitions-ის გუნდს შეუერთდა და ოფიციალურად დაიკავა საქართველოს ეროვნული დირექტორის პოზიცია!
„კრესჩენდო“ 2007 წლიდან ეხმარება 3-დან 24 წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, აიხდინონ ოცნება და საკუთარი ნიჭი ნიუ-იორკის ლეგენდარულ Carnegie Hall-ში წარმოაჩინონ. ვულოცავთ ნინის ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს! გვჯერა, რომ მისი დახმარებით უამრავი ქართველი უნიჭიერესის ხმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერდება მსოფლიო ასპარეზზე!” – ნათქვამია Art Hub Production-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნინი შერმადინი:
„დღეს ჩემთვის ძალიან ემოციური და საამაყო დღეა… დიდი პატივია წარმოვადგინო საქართველო, ჩვენი კულტურა და ნიჭიერი თაობა ამ მასშტაბურ პლატფორმაზე. ეს არ არის მხოლოდ პირადი წარმატება — ეს არის შესაძლებლობა, კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ მსოფლიოს ქართველი ბავშვების ნიჭი და შრომა. დროა ამერიკამ და მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს, თუ რა საოცარი და გამორჩეული ბავშვები ჰყავს ქართველ ერს!“

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·