მომღერალ ნინი შერმადინს დასცინიან:
“ვიღაცეებმა დამცინეს, სანთელი რატო დავუნთე და ღმერთს რატომ ვთხოვდი ილიას გამარჯვებას. თურმე სასაცილოა ვიღაცისთვის, როცა ლოცულობ! მეგობრებო, თუ კი ოდესმე რამე წარმატებისთვის მიმიღწევია მხოლოდ ლოცვით მივედი, უპატრონოდ, უფულოდ და უნაცნობოდ. იურმალაშიც ლოცვამ მიმიყვანა და ექს ფაქტორშიც. ორივე დროს გზაზე წმინდა გიორგის კულონი ვიპოვე და ისინი იყვნენ ნიშანი იმისა, რომ მე გავიმარჯვებდი. ყველა ლაივის წინ სანთელს ვანთებდი და მივედი კიდეც ბოლომდე, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელიც კი ეგონა ბევრს, მეც მათ შორის. ყველა განსაცდელის თუ სნეულების დროს ლოცვა მაძლიერებს. დიახ, უფალი მოწყალეა და, დიახ, ლოცვას დიდი ძალა აქვს. ლოცვით იგებდნენ ომს ჩვენი წინაპრები.
უფლის რწმენა, ღვთის სიყვარული სასაცილო არაა, თუ ამაზე დამცინებთ, დამცინეთ! დიდება უფალს!
სიკვდილს გადაურჩა ილია, მზად იყო ბოლომდე ებრძოლა და შეკვდომოდა ოქტაგონზე მეტოქეს! არ იყო ადვილი საყურებელი, არც გაყიდული მგონია თამაში, უბრალოდ, ამერიკაში ტრამპი თავის დაბადების დღეზე ქართველს არ გაამარჯვებინებდა. აქაც იგივე ვნახე, რაც სხვა კონკურსებში გამომიცდია, მაგრამ ეგ არაფერი.
ილიას კი მინდა ვუთხრა, ყველა დაცემის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი დგები! მიხარია, რომ გადარჩა! ბოლომდე ფეხზე იდგა, არც წაქცეულა! ლომია და ლომივით ბოლომდე იბრძოლა! ვამაყობ! მიყვარს და მეამაყება! თავი მაღლა, ჩემპიონო! ძალიან გვიყვარხარ! მადლობა ყველაფრისთვის! მალე გამოჯანმრთელდი!”

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·