ნინო ზაუტაშვილი On.ge-ს ახალი დირექტორი იქნება

3 hours ago 2

ნინო ზაუტაშვილი ონლაინ გამოცემა On.ge-ს ახალი დირექტორი იქნება.

„დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. 21-ე საუკუნის მედიას საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს, ჩვენს ქვეყანაში ამას ემატება ის კანონები, რომელიც დიდი პროტესტის ფონზე იქნა მიღებული. თუმცა, არის კარგი გუნდი, კარგი იდეები და იმედი მაქვს, გავუმკლავდებით. ჩემთვისაც სრულიად ახალი და საინტერესო გზა იწყება და ერთი რაც ზუსტად ვიცი, მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდები საქმეს.

On. ge სხვადასხვა და ძალიან საინტერესო მიმართულებებს განავითარებს. ვიმედოვნებ, გამოგვივა“, – ამბობს ზაუტაშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.

სრულად წაკითხვა