ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

8 hours ago 3

საზოგადოებრივი პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტა” დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

“ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ტელეკომპანიის და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოსდა ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ. 

“იმედის” წინააღმდეგ შეტანილი სასჯელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე. 

ეს სარჩელი შევიტანე არა მხოლოდ, როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ, როგორც ორი შვილის დედამ და ამ ქვეყნის მოქალაქემ”

სრულად წაკითხვა