გუგა კუზანოვის ძმა, ალექსანდრე კუზანოვი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარშზე იმყოფება – ექიმი “პირველებთან” ამბობს, რომ თითოეული ქართველის ბედი ახლა წყდება.
“მშვიდობიანად ვცდილობთ მივაღწიოთ იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის” – აცხადებს ალექსანდრე კუზანოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.
“ჩვენი მომავალი ევროპაა. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია. ბავშვების მომავალი დღეს წყდება. უნდა ვიდგეთ და ვიაროთ წინ. უნდა შევებრძოლოთ ბოლომდე. მთლიანად ერი გაერთიანებულია. მშვიდობიანად ვცდილობთ მივაღწიოთ იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის”, – ამბობს ალექსანდრე კუზანოვი.